ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს ისტორიული ქვემო ქართლის ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს(ფოლადაურის აუზი) და ქვეშის ხევს( მაშავერის ქვემო დინება).1930 წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1930 წლიდან კი გამოეყო ცალკე რაიონად. 1943 წლამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი. 1963-66 წწ. Iმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. 1966 წელს გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით
ბოლნისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთის ესაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტით, ხოლო სამხრეთით სომხეთის რესპუბლიკით.მუნიციპალიტეტის ფართობია 804,2 კმ.
ქვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით, კულტურის ძეგლებით. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მის ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი. მათგან რამდენიმე მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.(ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი).
ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმითაც რომ აქ რამდენიმე ათეული წელი გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ.
ქვემო ქართლის მხარეში ისტორიული ბოლნისის ტერიტორიაზე გერმანული დასახლება სახელწოდებით კატერინენფელდი 1818 წლიდან შეიქმნა. რუსეთის იმპერიის მთავრობის ,,შემწეობით” 1816-18 წლებში  ვიურტემბერგის მხარის გერმანელები, იგივე ,,შვაბები” სამხრეთ საქართველოში გადასახლდნენ. დაახლოებით 500-მა ოჯახმა 1818 წელა თბილისთან ახლოს 8 კოლონია დაარსა, მათგან უდიდესი დასახლება იყო კატერინენფელდი, რომელშიც 95 ოჯახი ცხოვრობდა. შახელწოდება ვიურტემბერგის დედოფალი ეკატერინეს საპატივცემულოდ შეირჩა, რომელიც რუსეთის მეფის ალექსანდრე I-ის და იყო. ქალაქის ტიპის დაბამ 1818 წლიდან მოყოლებული სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1818 წლიდან 1921 წლამდე-კატერინენფელდი, 1921 წლიდან 1943 წლამდე ლუქსემბურგი, ხოლო 1943 წლამდე ლუქსემბურგი, ხოლო 1943 წლიდან ძველი სახელი აღუდგინეს და კვლავ ისტორიული სახელწოდება- ბოლნისი უწოდეს. 1941 წელს ოპერაცია ,,ბარბაროსას” პერიოდში სტალინმა ყველა კავკასიელი გერმანელი, რომელიც ადგილობრივზე არ იყო დაქორწინებული ყაზახეთში ან ციმბირში გადაასახლა.მას შემდეგ შვიდი ათეული წელი გავიდა, თუმცა გერმანელთა ნაკვალევი ბოლნისში დღესაცაა შემორჩენილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებით არის დასახლებული. 2014 წლის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს
78 700 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 98 კაცი კვ. კმ-ზე, რაც ქვეყნის საშუალო
მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) საკმაოდ აღემატება. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული
პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 12 700 ადამიანს..
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავების გაფართოება და ტურიზმის განვითარება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს სპილენძის კონცენტრატების მწარმოებელი კომპანია სს ,, RMG COPPER”. კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, შესაბამისად სს ,, RMG COPPER” საქართველოს ლიდერ ექსპორტიორთა შორის ადგილს ღირსეულად ინარჩუნებს.
დ. კაზრეთში ფუნქციონირებს ასევე შ.პ.ს. ,,RMG Gold”, რომელიც ერთადერთი ოქროს მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანიაში სულ დასაქმებულია სულ 3000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენს.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროპაგანდას უწევს კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებას. ბოლნისში მოქმედებს მუნიციპალური თეატრი, რომელიც მაყურებელს სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით ანებივრებს. წარმატებით ფუნქციონირებს როგორც საბავშვო, ასევე თოჯინებისა და ჩრდილების თეატრიც. ბოლნისის კულტურის ცენტრში მოქმედებს შემოქმედებითი კოლექტივები, რომელთა აღსაზრდელები ხალხურ ფოლკლორს,ქორეოგრაფიასა და სახვით ხელოვნებას ეუფლებიან.
ბოლნისის მუნიცპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, რისი დასტურიცაა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლესში შემავალი არაერთი წრის წარმატებული მუშაობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მოსასვენებელი სკვერი შეემატა.  ბოლნისში ფუნქციონირებს უძველესი, 4 ჰექტარ მიწის ფართობზე გადაჭიმული კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და დღემდე ბოლნისელთათვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პარკი ყველა ასაკის წარმომადგენელზეა გათვლილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები მუნიციპალიტეტში არსებული  სამაუწყებლო კომპანია ,,ბოლნელის“ ,  ,,გაზეთი ბოლნისისა” და ,,გაზეთი ბოლნისის“ ონლაინ გამოცემაში ხვდება.