ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი

მდებარეობა

ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერას შუა დინებაში, ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 64 კილომეტრში. რკინიგზის სადგური მარნეულ-კაზრეთის ხაზზე. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ქალაქის ტერიტორიის ფართობია 463 ჰა. ქალაქი განაშენიანებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6 კილომეტრზე. გააჩნია სწორხაზოვანი და პარალელურად განლაგებული ქუჩები. სულ არის 65 ქუჩა და 13 ჩიხი.

კლიმატი

საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში ცელსიუსით 12,0 გრადუსს შეადგენს. იანვარში საშუალო ტემპერატურაა 0,3 °C, აგვისტოში 23,3 °C, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 24 °C, აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა კი 39 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს. ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).