ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმი ბოლნისში. დაარსდა 1951 წლის11 თებერვალს. მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა მოიცავს კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს - ენეოლითური ხანიდან გვიანი, შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მასალა.

შენობის პირველი სართულის ერთი დარბაზი დათმობილი აქვს მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული ნივთიერი ძეგლების ნიმუშებს.

მეორე დარბაზის არქეოლოგიურ მასალასთან ერთად განთავსებულია ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი, რელიეფული ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (V ს.), აგრეთვე იოანე ბოლნელის საფლავის ქვა შესრულებული ასომთავრული ეპიტაფიით (XI ს.), ერეკლე II-ის დროინდელი ძვირფასი საეკლესიო წიგნები, 1712 წ. გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

მუზეუმში დაცულია ბოლნისის მკვიდრის, ჰაგიოგრაფი მწერლის იაკობ ცურტაველის „შუშანაკის წამების“ საიუბილეო (1500 წ.) გამოცემა 5 ენაზე ნათარგმნი და დაბეჭდილი.

მეორე სართული ძირითადად დათმობილი აქვს არქეოლოგიურ ექსპოზიციას. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია იშვიათი ხელოვნების ნიმუში ანტიკური პერიოდისფრინველის ფორმის დოქი. (წყარო : https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98

 

 

 

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი ბოლნისი, სოფ. ტანძია
    ტელეფონი: (+995 577)  957 458
    მუზეუმის დაფუძნების  თარიღი 1984 წ.
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ბოლნისის კულტურის ცენტრი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი):  ლიტერატურული
    ექსპონატების რაოდენობა: 284

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია  სულხან-საბა ორბელიანისა და მის ნაწარმოებებისთემებზე შექმნილი ქართველის მხატვრების ფერწერულიგრაფიკული  ნამუშევრებიფოტომასალებიდოკუმენტებისულხან-საბას ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღეორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების  ფასი:  უფროსებისა და სტუდენტებისთვის:  1 ლ.
    ბავშვებისთვის: 0,50 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვებისოციალურად დაუცველი მოზარდებიICOM-ის წევრებისაქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდებიიძულებითგადაადგილებული პირები

    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
    საგანმანათლებლო პროგრამები: “სასკოლო ტურიზმი”“სულხან-საბა – დიდი მოაზროვნე და დიპლომატი” (ღია გაკვეთილები საქართველოს სხვადასხვა რაიონის  სკოლებში)          

    მუზეუმის ფართობი: 300 კვ/მ 
    მუდმივი ექსპოზიცია:  300 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა : 920

  • წყარო : http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=1_1&sec_id=6&th_id=237
 
2017 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები