ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
  1. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის ცენტრალ ნაწილშია განთავსებული. მას აღმოსავლეთით მარნეულის, დასავლეთით – დმანისის, ჩრდილოეთით – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები საზღვრავს, სამხრეთით კი სომხეთის რესპუბლიკა ესაზღვრება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფართობი 80 692 ჰა, საიდანაც ძირითადი ნაწილი ვაკეებითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთი კიდე – გორაკ-ბორცვიან მთისწინეთით.
ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; ხოლო მთისწინეთში
განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში 1200C შეადგენს. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,3°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი – 23,3°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს,
ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდი მდინარეებია ხრამი და მაშავერა.
ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ასევე არის რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნური ტბა.

2014 წლის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 78 700 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 98 კაცი კვ. კმ-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) საკმაოდ აღემატება. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 12 700 ადამიანს..
მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა (დაბა კაზრეთში არსებული მადნეულის საწარმო „RMG GOLD“, ღვინის ქარხანა), მცირე მეწარმეობა (ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერით ივსება.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავების გაფართოება და ტურიზმის განვითარება.

  1. ბუნებრივი საფრთხეები

მუნიციპალიტეტში გავრცელებულ ბუნებრივ
საფრთხეებს განეკუთვნება: ძლიერი ქარი, სეტყვა და გვალვა.
აღნიშნული ბუნებრივი საფრთხეების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაზრდილია. თუმცა, ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის ბუნებრივი კატასტროფები მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, სტიქიების დროს ზიანდება საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.ასევე მუნიციპალიტეტს დიდ ზიანს აყენებს ივლისსა და აგვისტოს თვეებში გახშირებული გვალვები.
ადმინისტრაციულ ერთეულს კატასტროფების წინასწარი შეტყობინების სისტემა არ აქვს, ხოლო საგანგებო სიტუაციების რეაგირებაზე პასუხისმგებლები არიან სახელმწიფო კომისია და სახანძრო-სამასველო სამსახური.

  1. სოფლის მეურნაობა და სურსათის უსაფრთხოება

მიწის რესურსები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობია 28 575 ჰა, რაც მთლიანი ტერიტორიის 35%-ს შეადგენს; აქედან სახნავ-სათესი მიწის ფართობია 17 000 ჰა (ს/ს მიწის 59%), სათიბ-საძოვარი 10 193ჰა (ს/ს მიწის 36%), ხეხილის ბაღები – 1 382 ჰა (ს/ს მიწის 5%), მათ შორის ვენახები 504 ჰა.

მუნიციპალიტეტში ს/ს მიწის ფართობი
ბოლო 10 წლის განმავლობაში არ შემცირებულა. თუმცა ს/ს მიწებმა
განიცადეს დეგრადაცია. სახნავ-სათესი ტერიტორიებიდან დეგრადირებულია
დაახლოებით 2 500ჰა, ხეხილის ბაღების დაახლოებით 30%, ხოლო სათიბ-საძოვარის
დეგრადირებული ფართობის ზუსტი დასახელება ამ დროისათვის სეუძლებელია. დეგრადაციის მთავარ მიზეზად ეროზია სახელდება (დეგრადირებული ფართობის 1/3) და ს/ს სავარგულების მორწყვა მრეწველობისგან დაბინძურებული წყლით.

მემცენარეობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფართოდ არის გავრცელებული მემცენარეობა.
პრიორიტეტული კულტურებია: ხორბალი (მოსავლიანობა 3ტ/ჰა), კარტოფოლი ( 24ტ/ჰა), პომიდორი (18ტ/ჰა), კიტრი (24ტ/ჰა) და ყურძენი (5ტ/ჰა). ბოლო 10 წლის განმავლობაში მათი მოსავლიანობა არ შეცვლილა.
მუნიციპალიტეტში ვეგატაციის პერიოდი ბოლო 10 წელიწადში სემცირდა, როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ სახნავი მიწები მთლიანად საჭიროებს რწყვას.
მუნიციპალიტეტში რწყვის ძირითად მეთოდად არხოვანი რწყვა სახელდება.
. გარდა ამისა, ფერმერები მცირე რაოდენობით იყენებენ მიწისქვეშა წყლებს.
ადმინისტრაციულ ერთეულში, სახნავ-სათესი მიწების ტერიტორიაზე, არის საცდელი- სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით დაინერგა წვეთოვანი რწყვა. მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობის მიერ, ხდება უმნიშვნელო რაოდენობით წვიმის წყლის აგროვება.

მეცხოველეობა

მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა ფართოდ არის გავრცელებული. მიმდინარე წლის მონაცემებით, ადგილობრივი მოსახლეობის მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის რაოდენობა 13 200 სულია, მათი რაოდენობა უკანასკნელ წლებში თითქმის არ შეცვლილა.
მუნიციპალიტეტში მესაქონლეები მეცხვარეობასაც მისდევენ. 20123წლის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულში 17 960 სული ცხვარია.
უკანასკნელ წლებში შემცირდა წვრილფეხა საქონლის რაოდენობა, რაც გამოიწვია ცხვრის დიდი რაოდენობით უცხოეთში გაყიდვამ (კერძოდ, შარშან ცხვარი გაიყიდა ირანში, ზოგჯერ ცხვარი გაყავთ არაბულ ქვეყნებშიც). სხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან ზაფხულის ან ზამთრის საძოვრებზე საქონელი არ შემოყავთ.
მუნიციპალიტეტის საძოვრებზე ერთ ჰექტარზე 1,3 ადგილობრივი მოსახლეობის მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი და 1.8 ცხვარი.

პროექტები და სერვისები

მუნიციპალიტეტის ცენტრში (ქ.ბოლნისში) არსებობს მექანიზაციის ცენტრი. სამსახური, რომელსაც შეუძლია ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა.მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდება შემოტანილი შხამ-ქიმიკატებისა და საჭირო აცრების შესახებ, მათივე ცნობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანილ პროდუქტზე გაიცემა ვეტ. და ფიტო სერთიფიკატები.
მუნიციპალიტეტში არის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელსაც ევალება პასუხისმგებლობა სასოფლო-სამეურნეო საკითხების მონიტორინგზე და შესაბამის ანგარიშგებაზე.
მუნიციპალიტეტში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიდან სახელდება საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია ,მაღალპროდუქტიული და გვალვაგამძლე კულტურების შემოტანა. ფერმერმცოდნეობის გავრცელება,  ირიგაციის თანამედროვე მეთოდები და კარტოფილის მოვლა-მოყვანა.

  1. ტყის რესურსები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 40 000 ჰა ფართობი ტყით არის დაფარული, რაც მთლიანი ტერიტორიის 49,5%-ს შეადგენს,  მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია სატყეო მიწების დაახლოებით 50ჰა, რომელიც ნებართვის გაცემის შემთხვევაში გამოიყენება სოციალური ჭრისათვის.
ტყეებში ადგილი აქვს სოციალური და მოვლითი მიზნით ხის ჭრას.
ხე-ტყის ჭრის წლიური ლიმიტი არის 22 000 მ3. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხე-ტყის ჭრის ლიმიტი გაიზარდა დაახლოებით 20-30%-ით.
მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე ფაქტობრივად აღარ არსებობს ჭალისპირა ტყეები და განადგურებულია ქარსაცავი ზოლი.ტყის ხანძრების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გაზრდილა (წელიწადში 7-8 ხანძარი), აქედან გამომდინარე ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრით დაზიანებული ტყის საშუალო ფართობიც არ შეცვლილა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხდება ნახანძრალ, გაჩეხილ და ნიადაგის საფარმოხსნილ უბნებზე ტყის ბუნებრივი აღდგენის მონიტორინგი. ამათგან ტყის ბუნებრივი აღდგენა ფიქსირდება მხოლოდ კაფვის შემდგომ ფართობებზე.

  1. წყლის რესურსები და წყალმოხმარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის მცირე რესურსი გააჩნია., წყლის რესურსები წარმოდგენილია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სახით.
ჭარბტენიანი ფართობი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ მოიპოვება.
წყლების ზედაპირული დაკვირვებით ბოლო 10-20 წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ჰიდროლოგიური ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ადგილი აქვს  ზედაპირული წყლების უმნიშვნელო ნაწილის. მაგ. ზოგიერთი მცირე ნაკადულის დაშრობას. ამ უმნიშვნელო ცვლილების მიზეზად კლიმატის ცვლილებას კერძოდ, გვალვა უკავშირებენ. ბოლნისის ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების დონემ დაიკლო, რის მიზეზადაც ყტის გაჩეხვა და გვალვები სახელდება.
ზედაპირული წყლები ძირითადად ირიგაციისა და ინდუსტრიული წყალმომარაგებისათვის გამოიყენება.
მოსახლეობის წყალმომარაგება როგორც სასმელად ასევე საირიგაციოდ დმანისის მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული წყლით ხორციელდება. მცირე ნაწილი წყალმომარაგებისათვის, როგორც სასმელად, ისე სარწყავად მიწისქვეშა წყლებსაც იყენებს. არსებული წყლის რესურსი არ არის საკმარისი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. .

მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება ძირითადად დაფუძნებულია ზედაპირულ წყლებზე.
ქალაქის მოსახლეობას აქვს ცენტრალიზებული წყალმომარაგება და საკანალიზაციო კოლექტორები.

  1. მდინარის ნაპირების დინამიკა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეების კალაპოტებიდან ინერტული მასალის მოპოვება ხდება მდინარე მაშავერას კალაპოტიდან.

  1. ინდუსტრია / წარმოება

მუნიციპალიტეტში ინდუსტრიული წარმოება განვითარებულია საშუალო დონეზე.
ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს მადნეულისა და კვარციტის საწარმოები, ხდება ტუფის და ბაზალტის ქვის მოპოვება, ასევე მუშაობს ღვინის ქარხანა, მეღორეობის კომპლექსი, ხორცისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმოები.
წყლის მრიცხველები დამონტაჟებულია ყველა საწარმოში. წყლის ცირკულაცია ხდება მადნეულის საწარმოში და ქვის გადამამუშავებელ საამქროებში (ნაწილობრივ).
მოწოდებული ინფორმაცით, საწარმოებში გამოყენებული ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიებიდან აღინიშნა მხოლოდ მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. დისკუსიის მონაწილეთა ინფორმაციით, მეღორეობის კომპლექსში, ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიებიდან გამოყენებულია ნაგებობათა თბოიზოლაცია მეტალო-პლასტმასის ფანჯრებითა და კედლების სპეციალური საფარით.

  1. ნარჩენების მართვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქვს კომუნალური მეურნეობის სამსახური, რომელიც ემსახურება ქ. ბოლნისს, დაბა კაზრეთს და დამატებით 14 სოფელს.
ამ სამსახურის მოვალეობაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, აღრიცხვა, ტრანსპორტირება და ქალაქიდან დაახლოებით 2-3 კმ-ით დაშორებულ ნაგავსაყრელზე განთავსება.
კომუნალური მეურნეობის სამსახურის მიერ შეგროვილი ნარჩენების რაოდენობა წელიწადში – 19 332 მ3-ია.

  1. გენდერი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირება ქალზე უფრო მტკივნეულად აისახება, რადგან წარმოქმნილი პრობლემები უფრო ქალის მისაგვარებელია; წყლის დეფიციტის შემცირებაც ქალზე უფრო მტკივნეულად აისახება,რადგან ისინი მეტ წყალს მოიხმარენ საოჯახო საქმეებში, განსაკუთრებით აზერბაიჯანელ მოსახლეობაში; ტყის რესურსების შემცირება ორივე სქესის წარმომადგენელზე ერთნაირად მტკივნეულად მოქმედებს; კლიმატის ცვლილების მიმართ კი მამაკაცი უფრო მგრძნობიარეა.