ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

2018 წელს ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის)სისტემის მშენებლობა დაიწყება
25 სექ 2017
 

ბოლნისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია-მშენებლობა. 
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, გაწმენდილი წყალი ჩაიშვება მდ.მაშავერას მარცხენა სანაპიროსთან და მოეწყობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოხვდა იმ 9 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება. 
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბოლნისის ჩამდინარე წყლების სისტემის გაუმჯობესება. 
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება, რომლის განხორციელების მიზნით სასესხო შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ ფინანსთა სამინისტროში ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
აღნიშნული პროექტით ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება შიდა გზების მოასფალტება

 
 
მნახველთა რაოდენობა: 388
 
 
 
სიახლეები
 
    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები