ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

კაზრეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
25 სექ 2017
 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. 
პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კილომეტრამდე ფილტრაციული მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება. 
პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 1045 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. 
სამუშაოების I ეტაპი, რომლის ღირებულებაც 236 953 ლარს შეადგენს 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 
2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 370
 
 
 
სიახლეები
 
    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები