ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა
27 სექ 2017
 

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ანიკასა და გადავარჩინოთ ბავშვების საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით დაბა კაზრეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. 
პროექტის ფარგლებში მოხდა დაბა კაზრეთის N 1 საჯარო სკოლაში არსებული სივრცის ადაპტირება და კეთილმოწყობა ბავშვების საჭიროების გათვალისწინებით. დღის ცენტრი 6-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს სთავაზობს მულტი დისციპლინარულ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას; კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობასა და სხვა მომსახურებებს. 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი პროექტის - ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბვშვებისთვის" ფარგლებში გაიხსნა.
ასოციაცია ანიკა დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და 20 წელია აქტიურად მუშობს შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის საკითხებზე.
დღის ცენტრის გახსნას დღეს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კომპანია ,,არემჯის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 201
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები