ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისში სპექტაკლი ,,ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ " ჩატარდა
28 სექ 2017
 

27 სექტემბერს, ბოლნისის კულტურის სახლში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება და წიგნის ,,გელოდები"-ს პრეზენტაცია გაიმართა.
,,ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ",- ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც მაყურებელს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ,,Liberta"-მ წარმოუდგინა. სცენარის ავტორი და რეჟისორი თამარ საღინაძე გახლდათ. მსახიობებმა შესანიშნავი პლასტიკით გააცოცხლეს საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფურცლები- ულამაზესი კუთხის, აფხაზეთის დაკარგვა.
სპექტაკლის შემდეგ გაიმართა წიგნის ,,გელოდები"-ს პრეზენტაცია, რომელიც ჟურნალისტმა ეთერ ჩუმაშვილმა 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბოლნისელ მეომარს მიუძღვნა. დარბაზში იმყოფებოდნენ ბოლნისელი მეომრების ოჯახის წევრები, მათ ავტორმა წიგნები საჩუქრად გადასცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 487
 
 
 
სიახლეები
 
    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები