ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

7-8 ოქტომბერს ,,ბოლნისქალაქობა 2017" გაიმართება
02 ოქტ 2017
 

სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა“

გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე

2017 წლის 7 – 8 ოქტომბერი

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნუსხა:

 

  • გერმანიის სახმელეთო ძალების  ორკესტრის სადღესასწაულო მსვლელობა

დრო11.30  – 11.45 საათი

ადგილი: კულტურისა და დასვენების პარკიდან  ძველ გერმანულ უბნამდე

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს შტაბი

 

სახალხო ზეიმის გახსნა გერმანიის სამხედრო ორკესტრის საზეიმო მსვლელობით ბოლნისის ქუჩებში.

 

  • მისასალმებელი სიტყვები

დრო11.45 – 12.00 საათი

ადგილისცენა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ზეიმის ოფიციალური გახსნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის , ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბატონი ბუბა გობეჯიშვილისა  და გერმანიის ელჩის  ჰაიკე ფაიჩის მისასალმებელი სიტყვებით. შემდეგ პროგრამის მოკლე მიმოხილვა.

 

  • გერმანიის სახმელეთო ძალების  ორკესტრის კონცერტი

დრო12.00 – 12.45 საათი

ადგილისცენა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორიგერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს შტაბი

 

გერმანიის სამხედრო ორკესტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრის ერთობლივი კონცერტი. შესრულებული იქნება ტრადიციული სამხედრო მარშები, კლასიკური ნაწარმოებები და ჯაზისა და სვინგის ცნობილი მელოდიები.

 

  • კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის წარმოდგენა

დრორამდენიმე გამოსვლა

ადგილიძველი გერმანული უბნის ქუჩები

ორგანიზატორიგერმანიის საელჩო

 

კახა ბაკურაძის ცნობილი თეატრი ბოლნისის კულტურის სახლიდან ძველ გერმანულ უბნამდე მსვლელობისას განსაკუთრებულ სპექტაკლს წარმოადგენს.

 

  • ცეკვა და სიმღერა „ანი-ცეტ“-თან ერთად

დრო13.00 – 13.30 საათი

ადგილი:სცენა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორირობერ შუმანის სახელობის ევროპული სკოლა

 

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სკოლის გერმანული განყოფილების მოსწავლეთა მუსიკალური პროგრამა ცეკვებითა და სიმღერებით.

 

  •  „Grenzjaga“-ს კონცერტი

დრო13.45 – 14.30 საათი

ადგილისცენა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორიგერმანიის საელჩო

 

ჩასაბერი ინსტრუმენტების ბავარიული ჯგუფის „Grenzjaga“-ს ახალგაზრდა მუსიკოსები ტიპიური ბავარიული მუსიკით იზრუნებენ მაყურებლის კარგ განწყობაზე.

 

  • ახალგაზრდული გუნდის „თუთარჩელას“ კონცერტი

დრო: 14.45 – 15.45 საათი

ადგილი: ბოლნისის კულტურის სახლი

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო

 

კონცერტზე „სიყვარული ყველაფერია“ გუნდი თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შეასრულებს  მუსიკალურ ნაწარმოებებს ბახიდან რამშტაინამდე. კონცერტის პროგრამა შეიქმნა გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში.

 

  • თეატრალური წარმოდგენა „შვაბეთის ალბიდან უცნობ კავკასიაში“

დრო16.00 – 17.00 საათი

ადგილიბოლნისის კულტურის სახლი

ორგანიზატორისაქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

 

ეპისკოპოს ჰანს-იოახიმ კიდერლენის პიესის დადგმა საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის შესახებ.

 

  • თოჯინების თეატრი ჰენზელი და გრეტელი

დრო17.00 – 17.30 საათი

ადგილი:საბავშვო მოედანი, ძველი გერმანული უბანი.

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

თოჯინების თეატრი წარმოადგენს რეჟისორ თამარ ბობოხიძის მიერ დადგმულ ძმები გრიმების ცნობილ ზღაპარს „ჰენზელი და გრეტელი“.

 

  • სიმფონიური კვარტეტის პერფორმანსი

დრო: 17.00 – 18.00 საათი

ადგილი:გერმანული დასახლება, ფარნავაზ მეფის ქუჩა.

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

სცენის მიმდებარედ შესრულდება გერმანულ-შვაბურ საგალობლებზე შექმნილი კომპოზიცია  სიმებიანი კვარტეტის შესრულებით. მუსიკალური კომპოზიციის ავტორია კომპოზიტორი ლევან ქუქჩიშვილი.

 

  • ახალი საბავშვო მოედნის ოფიციალური გადაცემა

დრო: 17.30 – 17.45 საათი

          ადგილი: ქ. ბოლნისი, წისქვილის ქუჩა, ახალი საბავშვო გასართობი მოედანი

ორგანიზატორი: ებერჰარდ შიოკის ფონდი გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით

 

ებერჰარდ შიოკის ფონდის მიერ საბავშვო მოედნის გადაცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის გერმანელი ხის მოქანდაკის იორგ შულცეს ხელმძღვანელობით შექმნეს ბოლნისელმა  ახალგაზრდებმა. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში პროექტმა მიიღო საელჩოს ფინანსური მხარდაჭერა.

 

  • კონცერტი,,იმედი“ ბავშვებისთვის

დრო17.45 – 18.15საათი

          ადგილი: ქ. ბოლნისი, წისქვილის ქუჩა, ახალი საბავშვო გასართობი მოედანი

         ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული საესტრადო ანსამბლი „იმედის“ სოლო კონცერტი.

 

 

  • ტრადიციული მუსიკის მიმართულების კონცერტი და ბოლნისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონია.

დრო: 18.00 – 19.00 საათი

ადგილი:სცენა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ტრადიციული მუსიკის თანხლებით საზეიმოდ დაჯილდოვდებიან ბოლნისის საპატიო მოქალაქეები.

 

  • ჯგუფი  REGGAEON სოლო კონცერტი და დასკვნითი ღონისძიება

დრო: 19.00 – 20.00 საათი

ადგილი:სცენა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ჯგუფ REGGAEON კონცერტის თანხლებით საზეიმოდ დაიხურება დღის ოფიციალური ნაწილი.

 

  • DJ trotsky

დრო: 20.00 საათიდან

დრო:სცენა, ძველი გერმანული უბანი

                ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

  • დღის დასასრულს, 20 საათიდან DJ trotsky იზრუნებს სასიამოვნო მუსიკალური განწყობისათვის.

 

  • Schnitzeljagd - ძიების თამაში ბავშვებისთვის
    დრო:12.00 – 14.00 საათი

ადგილი: ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო

ძიების თამაში ბავშვებისათვის საინტერესო დავალებებითა და რთული ამოცანებით. გერმანულ-ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საზაფხული სკოლის მონაწილეთა და Creative Georgia-ს ერთობლივი საპილოტე პროექტი.

 

  • ძიების თამაშის გამარჯვებულთა დაჯილდოება
    დრო16.00 საათი

ადგილისათამაშო მოედანი, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორიგერმანიის საელჩო

 

ძიების თამაშის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება სხვადასხვა საინტერესო პრიზით.

  • გართობა ბავშვებისათვის
    დრო: 12.00 – 14.00 საათი

ადგილი: საბავშვო მოედანი, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო

 

მთელი დღის განმავლობაში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი  კომპლექსის  მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვებისათვის გაიმართება სხვადასხვა თამაშობა.

 

 

 

 

  • სპორტული აქტივობები

დრო: 11.00 – 18.00 საათი

ადგილი: სპორტული მოედანი, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

მთელი დღის განმავლობაში მაყურებელს შეუძლია იხილოს სხვადასხვა სპორტული ღონისძიება: მკლავჭიდი, კარატე, კრივი, ჭადრაკი, კინბოქსინგი, ფეხბურთი.

 

  • გამოფენა „სამშობლოსა და მოგონებებს შორის“

დრო: 18.00 საათიდან

ადგილი: პროექცია სპორტკომპლექსის შენობის კედელზე

ორგანიზატორი:გერმანიის საელჩო

 

გამოფენისას კედელზე პროექციის მეშვეობით ნაჩვენები იქნება გერმანელი კოლონისტების შთამომავლების ცხოვრების ამსახველი ფოტოები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://timbrederecke.com/zwischen-heimat-und-erinnerung/

 

  • ექსკურსია გერმანულ დასახლებაში

დრო:13.00, 15.00, 17.00 სთ - ყოველი ექსკურსია გაგრძელდება 1 საათი

ორგანიზატორი:სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი

ადგილი: ძველი გერმანული დასახლება

 

საინფორმაციო ექსკურსიები გერმანულ დასახლებაში, რომლებსაც გაუძღვებიან კავშირის თავმჯდომარე დოქტ. ოლივერ რაისნერი და არქიტეტორი ნესტან თათარაშვილი. ექსკურსიები გაიმართება გერმანულად, ქართულად და ინგლისურად.

 

  • ანიკო ვახვახიშვილის მემორიალური დაფის გახსნა

დრო:13.30 სთ.

ადგილი:ძველი გერმანული დასახლება

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ღვაწლმოსილი და ღირსეული ადამიანის, პირველი გერმანისტის, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ანიკო ვახვახიშვილის სახლის კედელზე, მემორიალური-საინფორმაციო დაფის გახსნის ცერემონია.

 

  • ფოტოგამოფენა: გერმანელი კოლონისტები ბოლნისში

დრო: მთელი დღე

ადგილი: მერაბ კოსტავას ქუჩა

ორგანიზატორი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ფოტო-დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს გერმანელი კოლონისტების ბოლნისში ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთს.

 

  • გამოფენა: ქართულ-გერმანული ურთიერთობები

დრო:მთელი დღე

ადგილი: მერაბ კოსტავას ქუჩა

ორგანიზატორი:გერმანიის საელჩო

 

პოსტერების გამოფენა, რომელიც ასახავს ურთიერთობებს გერმანელებსა და ქართველებს შორის შუა საუკუნეებიდან დღემდე.

 

  • თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტი

დრო:მთელი დღე

ადგილი: წისქვილის ქუჩაზე მდებარე ძველი გერმანული სახლის თაღებიანი სარდაფი

ორგანიზატორი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

 

ქართველი ხელოვანი ვატო წერეთელი გერმანელ ხელოვან კაროლინე ბაიერთან ერთად წარმოადგენს ინტერაქტიურ ინსტალაციას, რომელშიც მაყურებელსაც შეუძლია  მონაწილეობის მიღება.

 

  • გამოფენა: ხელნაკეთი ნივთები ბოლნისიდან

დრო: მთელი დღე

ადგილი: ძველი გერმანული დასახლება

ორგანიზატორი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და DVV International

 

რეგიონის რეწვის ოსტატთა და DVV International-ის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

  • გამოფენა: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ნაწარმი

დრო: მთელი დღე

ადგილი: ძველი გერმანული დასახლება

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ქართული და გერმანული სამზარეულოს, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა.

 

  • ხელსაქმის კურსები

დრო:მთელი დღე

ადგილი:ძველი გერმანული დასახლება

ორგანიზატორი: DVV International

 

ხელნაკეთი ნივთების გამოფენასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში DVV International-ი შემოგთავაზებთ სხვადასხვა ხელსაქმის კურსებს.

 

  • განვითარების სფეროში თანამშრომლობა საქართველოში

დრო:მთელი დღე

ადგილი:ძველი გერმანული დასახლება

ორგანიზატორი:გერმანიის საელჩო

 

მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო სტენდები გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის  პროექტებთან დაკავშირებით. წელს ეს თანამშრომლობა 25 წლის იუბილეს ზეიმობს.

 

  • ფრანკონიის ქვევრის ღვინოს დეგუსტაცია

დრო:მთელი დღე

ადგილი:ძველი გერმანული დასახლება

ორგანიზატორი:გერმანიის საელჩო

ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდი ექსპორტირებულ იქნა ფრანკონიაში, სადაც რამდენიმე მეღვინე უკვე იყენებს ქვევრს. ღვინის დეგუსტაციისას შეგიძლიათ მათ მიერ წარმოებული ღვინის დაგემოვნება.

 

8 ოქტომბერი:

 

  • მემორიალის გვირგვინით შემკობა

დრო: 10.30 – 11.00საათი

ადგილი: გერმანელი კოლონისტების ხსოვნის მემორიალი

ორგანიზატორი:ევანგელიურ-ლუტერული ეკლესია საქართველოში

 

საზეიმო ცერემონიისას, რომელსაც ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი გაუძღვება, გვირგვინით შეიმკობა გერმანელი კოლონისტების მემორიალი.

 

  • საზეიმო ღვთისმსახურება

დრო: 11.00 – 12.00 საათი

ადგილი: სპორტკომლექსის შენობა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი:ევანგელიურ-ლუტერული ეკლესია საქართველოში

 

კოლონისტების მოსახსენიებელი საზეიმო ღვთისმსახურება ყოფილ გერმანულ ეკლესიაში. ღვთისმსახურებას აღასრულებს ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი.

 

  • მიღება

დრო: 12.00 საათიდან

ადგილი:სპორტკომპლექსის შენობა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი:ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში

 

საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ყველა სტუმრისთვის გაიმართება მცირე მიღება.

 

  • სპორტკომპლექსის საინფორმაციო მემორიალური დაფის გახსნა

დრო:მიღების შემდეგ

ადგილი:სპორტკომპლექსის შენობა, ძველი გერმანული უბანი

ორგანიზატორი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

საინფორმაციო მემორიალურ დაფაზე აღწერილია შენობის მოკლე ისტორია, რომელიც მოგვითხრობს ამ სივრცეში არსებული ყოფილი ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და შემდგომში კინოთეატრად გადაკეთების შესახებ.

 

  • ერთობლივი სადილი გერმანელი კოლონისტების შთამომავლებთან

დრო:13.00 საათიდან

ადგილი:წისქვილის ქუჩა, ახალ საბავშვო გასართობ მოედანთან

ორგანიზატორი:რაინერ კაუფმანი

გერმანელი კოლონისტების შთამომავლები ბოლნისიდან და სხვა დაინტერესებული პირები ერთად ისადილებენ შვაბების სახლში.

 

  • საუბრები გერმანელი კოლონისტების შთამომავლებთან

დრო:14.30 – 16.00 საათი

ადგილი:ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკა

ორგანიზატორი: სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი

 

კავშირი გეპატიჟებათ ფორუმზე, სადაც გაიმართება საუბრები გერმანელი კოლონისტების გერმანიიდან ჩამოსულ შთამომავლებთან სამშობლოს, ტრადიციებისა და   გამოცდილებების თემებზე.

 

  • ფილმის ჩვენება - „სოფლები ევროპაში: კატარინენფელდი“

დრო:შთამომავლებთან საუბრების შემდეგ

ადგილი:ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკა

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო

 

Südwestfunks-ის დოკუმენტური ფილმი (რეჟისორი: კორნელია ფრაიდანკი, გადაღებული 1991 წელს)საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლნისში გერმანელების მიერ დატოვებული კვალის შესახებ მოგვითხრობს.

 

  •  „გერმანული კულტურული მემკვიდრეობის“შესახებ საზაფხულო სკოლის შედეგების პრეზენტაცია

დრო:16.00 – 16.30 საათი

ადგილი:ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკა

ორგანიზატორი:Creative Georgia და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით

 

საზაფხულო სკოლის საუკეთესო შედეგების მოკლე წარდგენა და დაჯილდოება.

 

  • ბოლნისის კულტურის სახლისა და მთავარი ბიბლიოთეკის  საინფორმაციო მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია

დრო: 16.30 საათიდან

ადგილი: ქ. ბოლნისის კულტურის სახლი და  მთავარი ბიბლიოთეკა

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ქ.ბოლნისის კულტურის სახლს ენიჭება სულხან საბა ორბელიანის სახელობის ცენტრალური კულტურის სახლის, ხოლო მთავარ ბიბლიოთეკას  იოანე ბოლნელის სახელი.

 

  • პეტრე დანელიას წიგნის  ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი პრეზენტაცია

დრო:17.00 სთ.

ადგილი:ქ. ბოლნისის კულტურის სახლი

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

პეტრე დანელიას მიერ  წიგნის ,,კატერინენფელდი ლუქსემბურგიბოლნისი“ მოკლე მიმოხილვა. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება და მოგვითხრობს გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის, ეკატერინენფელდის დაარსებისა და დღევანდელი ბოლნისის შესახებ.

 

  • თეატრალური წარმოდგენა ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი

დრო:17.30 სთ.

ადგილი: ქ. ბოლნისის კულტურის სახლი

ორგანიზატორი:ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

სპექტაკლი  „ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი“  დაიდგა პეტრე დანელიას ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. წარმოდგენაში მონაწილეობენ მუნიციპალური თეატრის პროფესიონალი და ქალაქის მოყვარული მსახიობები. რეჟისორი ლაშა ნოზაძე.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1402
 
 
 
სიახლეები
 
    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები