ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ორთვიანი მუშაობის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებელს პრემიერა წარუდგინა
08 ოქტ 2017
 

,,ბოვნისი... ეკატერინენფელდი... ლუქსემბურგი... ბოლნისი...- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ ბოლნისის მკვიდრის, პეტრე დანელიას ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით დადგა.
პლასტიკითა და ემოციით გადმოცემული 123 წლიანი ისტორია, ამბავი გერმანელი კოლონისტების მიერ საქართველომდე გამოვლილი ურთულესი გზის, ბოლნისის ისტორიულ მიწაზე დამკვიდრების, ქალაქის რუდუნებით აშენებისა და რეპრესიების შესახებ. 
უსიტყვო მიუზიკლით მსახიობებმა მაყურებელს ის ტრაგიკულ ისტორია უამბეს , რომელიც გერმანელი კოლონისტების მოულოდნელმა გადასახლებამ გამოიწვია.
სპექტაკლში რეჟისორმა დასის მოქმედი და მოყვარული მსახიობების დააკავა. მათ შორის რამდენიმესთვის სცენაზე თამაში დებიუტი გახლდათ.
სპექტაკლმა, რომელიც ქართულ – გერმანული ურთიერთობის ორასი წლის იუბილეს მიეძღვნა, სრული ანშლაგით ჩაიარა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 435
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები