ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

12 ოქტომბერს, ბოლნისის კულტურის სახლში ლატვიური და ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართა
13 ოქტ 2017
 

მაყურებლის წინაშე ქალთა ლატვიური ანსამბლი ,, ერა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: ,,ორბელი" და ,,ბოლნელა" წარსდგნენ.
ქალთა ლატვიური ანსამბლი ,,ერა“, რომელიც ქალაქ მაზსალაცას წარმოადგენს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ,,ერას“ სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოებები. ანსამბლის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა.
ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 257
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები