ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დღეს ბოლნისი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისაგან გაიწმინდა
24 ოქტ 2017
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეოიბის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლებმა შენობებზე, სკვერებსა და ბოძებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჯორიტარ გოგი მეშველიანთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაკრული სააგიტაციო მასალების ჩამოხსნაში მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციის მთავარი მესიჯია - მუნიციპალიტეტმა საკუთარ საზღვრებში გარემოს დასუფთავებაზე იზრუნონ. დასუფთავების ასეთი მასშტაბური აქციები პერმანენტალურად კვლავ გაგრძელდება.

დავით შერაზადიშვილი:

 ,,ამ აქციის მიზანია დავიცვათ სისუფთავე ჩვენს მუნიციპალიტეტში და გავასუფთაოთ ტერიტორიები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან. დასუფთავების აქციაში პარტიის აქტივის გარდა ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და უახლოეს დღეებში მთლიანად გაიწმინდება ბოლნისი სააგიტაციო მასალისგან. ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა“. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 352
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები