ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო" ფარგლებში 30 ოქტომბერს ბოლნისში ღონისძიებები გაიმართება
27 ოქტ 2017
 

პროექტის ფარგლებში 30 ოქტომბერს, 14 საათზე, ბოლნისის მთავარ ბიბლიოტეკაში მკითხველს გიორგი კეკელიძესთან, მაკა ელბაქიძესა და ოქტაი ქაზუმოვთან შეხვედრა შეეძლება, რომლებიც ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვლენ, ასევე საუბრები იქნება ლიტერატურული პროცესების შესახებ.
ბოლნისის ბიბლიოთეკის დარბაზში ასევე გაიმართება ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე).
15:40 – 16:00-მდე ბოლნისის კულტურის სახლის ფოიეში მოხდება საგამოფენო სივრცის დათვალიერება, 
ნ. ბარათაშვილის საიუბილეო ხუთენოვანი კრებულის წარდგინება და გ. კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კულტურის სახლში ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.
სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 210
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები