ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

სოფელ ხატისოფლის ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს
31 ოქტ 2017
 

შპს ,,ახალმა სტილმა’’ სოფელ ხატისოფლის ტერიტორიაზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა რქოსანის სადგომის მშენებლობა 2015 წლის მარტში დაიწყო. მეპატრონემ, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 395 500 ლარი აიღო, რითაც თავის მფლობელობაში არსებულ მიწის ფართობზე პირუტყვის სადგომი და საკვების შესანახი თავლები განათავსა. მეურნეობის გასამართად მეპატრონემ 53 000 დოლარის გრანტიც მოიპოვა. 
შენობა 60 სულ ძროხაზეა გათვლილი, საიდანაც 45 მუდმივად მეწველია. ამ ეტაპზე ,,წაბლას” ჯიშის საქონელი ჰყავთ. მეპატრონის უახლოეს გეგმებში ,, შვიდსი” -ს მოჯიშება შედის. საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი. ფერმა 22 ჰექტარზეა განლაგებული, სადაც საქონლის საკვები თვითონვე მოჰყავთ. 
პროექტი განხორციელდა რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) ფარგლებში. პროგრამა ერთობლივი დანიურ-შვეიცარიული ინიციატივაა, რასაც სამი ორგანიზაციისაგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელებს.
მსხვილფეხა რქოსანის სადგომი ფერმა დღეს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მოინახულეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 266
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები