ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დაბა თამარისში მცხოვრებ შშმ ბავშვს სამედიცინო ეტლი გადაეცა
08 ნოემ 2017
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად დღეს, დაბა თამარისში მცხოვრებ 9 წლის გიორგი კეზუას, საჩუქრად სამედიცინო ეტლი მიუტანა. გიორგის დედამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი დაბა თამარისის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. იგი სარგებლობს მუნიციპალური პენსიის პროგრამით, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით მომვლელის თანხით უზრუნველყოფას.
სამედიცინო ეტლები მუნიციპალიტეტს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს.
წლის ბოლომდე კიდევ 4 ბენეფიციარი დაკმაყოფილდება სამედიცინო ეტლით.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს განსაკუთრებული საჭირეობების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვისთვის გადაგვეცა სამედიცინო ეტლი. რათქმაუნდა ეს აქცია დღეს არ მთავრდება და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ყველა იმ პირს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ და მისი შეცვლის საჭიროება გააჩნიათ. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც ჩვენი მუდმივი და საიმედო პარტნიორია",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 466
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები