ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
09 ნოემ 2017
 

ბოლნისის ბაზალტის ქვით ქვაფენილი 600 გრძივ მეტრზე დაიგო.
მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურებიც.
პროექტის განხორციელებისას 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოების მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა.
,,დასრულების პროცესშია სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები.ეს ქუჩა ბოლნისის იერსახეს ნამდვილად დაამშვენებს. რაც ყველაზე მთავარია, სამუშაოები მიმდინარეობს ხარისხიანად და პროექტი ადგილობრივი ნედლეულით განხორციელდა. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პროექტში დასაქმებულთა უმრავლესობა არის ადგილობრივი კადრი. ჩვენი სამომავლო, რამდენიმე წლიანი, გეგმა ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ გამართვას ითვალისწინებს",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 462
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები