ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის ეპარქიაში აწყურისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მობრძანდება
10 ნოემ 2017
 

აღნიშნულ სიწმინდეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს 2017 წლის 12 ნოებრიდან - 19 ნოემბრის ჩათვლით.
მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიაII-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
სიწმინდეებს მრევლი სადღესასწაულო განწყობით, კმევითა და გალობით შეხვდება ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, სადაც შესრულდება პარაკლისი და იქადაგებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.
მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში საშუალება ექნება მოილოცოს მსოფლიო მასშტაბის კულტურისა და ხელოვნების უდიდესი მნიშვნელობის სწმინდეები, ხოლო ყოველ დლას 10:00 საათიდან დაესწროს უდიდესი სიწმინდეების სახელზე აღვლენილ წირვა-ლოცვას.
აწყურისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობას სრულიად საქართველოში ახლავს კინო - ჩვენებები.
ბოლნისში კინო - ჩვენებები 13 ნოემბრიდან - 18 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ დღე, გაიმართება იოანე ბოლნელის სახელობის ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკაში.
დასაწყისი: 16:00 საათზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 189
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები