ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დღეს ბოლნისის ეპარქიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მობრძანდა
12 ნოემ 2017
 

დღეს ბოლნისის ეპარქიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მობრძანდა.
სიწმინდეებს მრევლი სადღესასწაულო განწყობით, კმევითა და გალობით ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა. 
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა პარაკლისი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნშვნელობაზე იქადაგა. 
აღნიშნულ სიწმინდეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს 2017 წლის 12 ნოებრიდან - 19 ნოემბრის ჩათვლით.
მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიაII-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
პარაკლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

,, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, ვინაიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მობრძანდა უდიდესი სიწმინდეები- აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ბოლნისის მრევლი დიდი მოწიწებითა და სიხარულით შეეგება წმინდა ხატებს. სასიხარულოა, რომ აღნიშნული სიწმინდეები მთელ საქართველოს მოივლის და ყველას მიეცემა მათი მოლოცვის შესაძლებლობა. ვიცით, რომ წელს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, ასევე სრულიად საქართველო აღნიშნავს და ზეიმობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. მინდა ჩვენს პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები. საქართველოს დედა ეკლესია, ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლო“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 158
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები