ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, უფლებამოსილების პირველი სამუშაო დღე ჟურნალისტებთან ერთად გაატარა
13 ნოემ 2017
 

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერთან ვრცელი ინტერვიუ, დღეს , ტელეკომპანია ქვემო ქართლის გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.
რას გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი და რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აპირებს გუნდათ ერთად- დავით შერაზადიშვილმა მარიამ სოლოღაშვილის კითხვებს ამომწურავად უპასუხა. 
ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ქვემო ქართლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავა. 
,, დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა მერიის რანგში და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს დღე ჟურნალისტებთან ერთად გავატარე. ჩვენი მუშაობა არის გამჭვირვალე და ყოველთვის მზად ვართ ჟურნალისტების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი. მიმაჩნია, რომ ობიექტურად მომზადებული მასალითა და თავისუფალი სიტყვის თქმით, ჟურნალისტები ხელს შეუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 124
 
 
 
სიახლეები
 
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები