ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისში გერმანიის სახალხო გლოვის დღე აღინიშნა
19 ნოემ 2017
 

19 ნოემბერს გერმანიაში სახალხო გლოვის დღეს იხსენებენ ომისა და ძალადობრივი მმართველობის მსხერპლთ და მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდა კაცთმოძულე რეჟიმს.
სახალხო გლოვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისში მდებარე გერმანელი მიგრანტების ხსოვნის მემორიალთან, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში გერმანიის ელჩი დოქტორ ჰაიკე ფაიჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად დაესწრო. მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა მოკლე წირვა ჩაატარა.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიებაში თანამონაწილეობისთვის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადა.

 ,,გერმანიის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სახალხო გლოვის დღეს გერმანიაში, რომელიც იმ ადამიანების საპატივცემულოდ აღინიშნება, ვინც ომსა და ძალადობრივ რეჟიმს ღიად დაუპირისპირდა. საქართველოს გერმანიასთან რამდენიმესაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და რათქმაუნდა ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ დღევანდელ დღეს. ყოველგვარი ძალადობა და ჩაგვრა არის მიუღებელი. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 452
 
 
 
სიახლეები
 
    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები