ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ერთი წლის შემდეგ ბოლნისის ,,სიონი" კვლავ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
03 დეკ 2017
 

3 დეკემბერს, ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო“ "რაგბი არენაზე“ ბოლნისის "სიონთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და „სიონი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. თამაშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. თამაშის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა ,,სიონის“ გულშემატკივარს გუნდის წარმატება მიულოცა.  ,, დასრულდა პლეი-ოფის გადამწყვეტი თამაში ბოლნისის ,,სიონსა“ და ბათუმის ,,დინამოს“ შორის. ბოლნისურმა გუნდმა მოპოვებული  გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში გადაინაცვლა და დაამტკიცა, რომ გუნდი იმსახურებს უფრო მეტი წარმატებისთვის ბრძოლას. მინდა თითოეულ ფეხბურთელს, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს მივულოცო დღევანდელი გამარჯვება, ეს ყველას წარმატებაა. ერთი წლის წინ ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ასე მალე შეძლებდა გუნდი ეროვნულ ლიგას დაბრუნებოდა, თუმცა როდესაც არის სწორი მენეჯმენტი და მეტი მოტივაცია ფეხბურთელებში, შეუძლებელი არაფერია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს მომავალ ჩემპიონატში. ბოლნისის ,,სიონი“ მთელი მუნიციპალიტეტის ტრადიციაა და ის აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 484
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები