ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დღეს მართლამდიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს
04 დეკ 2017
 

დღეს, მართლამდიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ფიტარეთის მამათა მონასტერში ყოველწლიურად განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. დღეს სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემი აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
ღვთისმსახურებას ფიტარეთის ტაძარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
დავით შერაზადიშვილი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი: 
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთ-ერთია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 საუფლო დღესასწაულს შორის, გილოცავთ ყველას, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი. დედა ღვთისმშობელი ჰფარავდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 597
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები