ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
11 დეკ 2017
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა დღეს მორიგი გამწვანების აქცია ჩაატარა. მერაბ კოსტავას, ლადო ასათიანისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე ნაძვისა და ცხენის წაბლის ნერგები დაირგო.
გამწვანების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილსთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გამწვანების აქცია ჩატარდა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე 55 ვერცხლისფერი ნაძვი და 90ცხენის წაბლის ნერგი დაირგო. აღნიშნული ნერგების მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს. გარემოზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და მომავალი წლის გაზაფხულიდან კვლავ განახლდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების აქციები",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 206
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები