ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
11 დეკ 2017
 

,,მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ პრობლემებზე , მათი გამოწვევის მიზეზებსა თუ მოგვარების გზებზე. 
მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალეთნიკურია, ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ მრავალფეროვანი ეთნოსით. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე თბილი, მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, ერთმანეთის ტკივილი გვტკივა და სიხარული გვაერთიანებს.
ცენტრალური, სამხარეო თუ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნოთ თავი",- ამ სიტყვებით გახსნა დღევანდელი შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა,დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვა ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეს ზაურ დარგალს გადასცა.
საინფორმაციო შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებას მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი, ასევე არასამთვარობო სექტორის, ,,ქალთა ოთახის", სახალხო დამცველის აპარატის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადნიმისტრატორი და ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელიც.
შეხვედრისას საკუთარი პრობლემები კიდევ ერთხელ წამოწიეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა. მათი ძირითადი საკითხები ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას შეეხებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ ყველა სოფელში პრობლემების მოგვარება პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 529
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები