ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
16 დეკ 2017
 

დაბა კაზრეთის N 2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლას შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ღონისძიება პროექტის ,,მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის ეპოქაში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე- გაიცაი საქართველო“-ს ფარგლებში გაიმართა. 
პროქტის ძირითად მიზანს მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, ,,ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა გახლდათ.
ჩემპიონატი საზოგადოების ნეიტრალური წევრებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა, რომელთა შემადგენლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გახლდათ.
ჩემპიონატში გამარჯვება დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილზე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის გუნდები გავიდნენ.
გამარჯვებული გუნდები კომპანია ,,RMG”- საქართველოს ისტორიის ოთხტომეულით დაასაჩუქრა, ხოლო ღონისძიების მასპინძელმა სკოლამ პირველ ადგილზე გასულ გუნდს ვეფხისტყაოსანი გადასცა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 180
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები