ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

დავით შერაზადიშვილი კონფერენციას ,,ტურიზმი-ადგილობრივი განვითარებისთვის" დაესწრო
18 დეკ 2017
 

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის.” კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების, და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებას 5 რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. კონფერეციაზე წარმოდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს. კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 227
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები