ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ჩეხეთში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება
21 დეკ 2017
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს ლევან კიკალიშვილს შეხვდა. შეხვედრა 2018 წლის ივნისში, ჩეხეთში დაგეგმილ სასკოლო ჩემპიონატს შეეხებოდა, სადაც მონაწილეობას 
ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები მიიღებენ. 
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, 2015 წლიდან ატარებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას,რომელშიც ჩართულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.
ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები, ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ მსოფლიო და ევროპის სასკოლო სპორტულ ჩემპიონატებში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ფრენბურთში, 2017 წელს, საქართველოს ჩემპიონი გახდა და 2018 წლის 2-10 ივნისს ჩეხეთში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2018-ში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის
100 000 მოსწავლე.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2017-ში აქტიურად იყო ჩართული ბოლნისის
მუნიციპალიტეტის 15 სკოლის 31 გუნდი, 255 მოსწავლით, ხოლო 2018 წლის ოლიმპიადაში,
ჩართულია 23 სკოლის, 106 გუნდის 720 მოსწავლე

"დღეს შევხვდი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს ლევან კიკალიშვილს. საუბარი გვქონდა მომავალ წელს ჩეხეთში დაგეგმილ სასკოლო ჩემპიონატთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს სახელით ფრენბურთში ბოლნისის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს.
ნამდვილად საამაყოა ის გამარჯვება, რომელიც სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადა 2017-ში ბოლნისის გუნდმა მოიოპოვა. მუნიციპალიტეტი ასეთ გამორჩეულ სპორტსმენებს გვერდში უდგას და ისინი წამახალისებელ ფულად დახმარებას მუნიციპალიტეტიდან ყოველთვიურად იღებენ.
მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს მომავალ ჩემპიონატში და ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ გაგვახარებენ მიღწეული შედეგით"- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 205
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები