ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

სასტუმრო ,,ამბასადორში" პროექტის ,,ღირსეული სიბერე" ფარგლებში სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო
22 დეკ 2017
 

სასტუმრო ,,ამბასადორში" პროექტის ,,ღირსეული სიბერე" ფარგლებში სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო

კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში „ პროექტი „ღირსეული სიბერის“ ფარგლებში სამუშო შეხვედრა გაიმართა. 
ასოციაცია „თანხმობამ“ საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში გახსნილი მოხუცთა დღის ცენტრის მუშობის შედეგები გააცნო.
სამუშო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთნ , ბუბა გობეჯიშვილთან , საკრებულოს წარმომადგენლებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. 
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პროექტს „ღირსეული სიბერე“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს, რომლის თანააპლიკანტები გახლავთ: ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“, კავშირი „ქალთა ცენტრი“, „ბოლნისის ენის სახლი“ და ასოციაცია „განთიადი“.
აღნიშნული პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია,რათა ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისათვის მიღწეულ იქნას ღირსეული სიბერე.
დაბა კაზრეთში დღის ცენტრი 2016 წლის გაზაფხულიდან 130-ამდე ბენეფიციარს ემსახურება.

“მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს საინტერესო შეხვედრისათვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავს პროექტებსა და ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ .იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს უახლოეს მომავალში მემორანდუმს გავაფორმებთ“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 171
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები