ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის კულტურის სახლში საახალწლო ზღაპარი დაიდგა
28 დეკ 2017
 

,,პრინცესა ვაირამუშტი",- ასე ერქვა საახალწლო ზღაპარს, რომელიც დღეს ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართა. ზღაპარში კულტური სახლის შემოქმედებითი ჯგუფი და მოყვარული მსახიობები მონაწილეობდნენ.,,პრინცესა ვაირამუშტი" მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გახლდათ. მოქმედება ზღაპრულ სახელმწიფოში ვითარდებოდა, სადაც წელიწადში ერთხელ სანტა კლაუსის ჯადოსნური კვერთხის მეშვეობით მოჰყავთ ახალი წელი. მოულოდნელად ზღაპარში თავს იჩენს ბოროტება და ჯადოსნური კვერთხი ქრება. მიმდინარეობს ბრძოლა და მრავალი დაბრკოლების გადალახვა მის დასაბრუნებლად. როგორც ყველა ზღაპარში ამჯერადაც სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 191
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები