ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ულოცავს ახალ წელს
31 დეკ 2017
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გილოცავთ ახალ წელს.

..რამდენიმე საათში 2018 წელი შემობრძანდება. მინდა ბოლნისსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო. ახალი წელი სიკეთის დღესასწაულია, ვინაიდან ამ დღეს მთელი სამყარო სიყვარულითა და კეთილი სურვილებით ერთიანდება. დაე, 2018 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიყვარულითა და ბედნიერებით დატვირთული წელი თითოეული თქვენგანისთვის. მოგვმადლოს უფალმა მშვიდობა და ერთიანობა! 
2017 წელს თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული და ნაყოფიერი წელი იყო, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რამაც მოსახლეობას უკეთესი ინრფასტრუქტურული გარემო შეუქმნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დინამიკა მზარდია და ყოველწლიურად უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.
მე და ჩემს გუნდს წელს ბოლნისის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენი თითოეული დანაპირები, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით, უნდა შევასრულოთ.
მჯერა, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2018 წელი თითოეული თქვენგანისთვის იმედების გამართლების, სურვილების ასრულებისა და ულევი სიხარულის წელი ყოფილიყოს"!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 178
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები