ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისში ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო
07 იან 2018
 

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ბოლნისის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძრში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
მლოცველებმა წირვის დასრულების შემდეგ სახალხო მსვლელობა "ალილო" მოაწყვეს და ტაძრებიდან ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შიკრიბნენ.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა კი ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ნიშასთან შეკრებილთ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საშობაო ალილოს ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც შეუერთდა.

მეალილოეთა მსვლელობა ბოლოს მოხუცთა პანსიონატ ,,ჭაღარაში" დასრულდა, სადაც მეუფე ეფრემმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. მრევლმა კი ,,ჭაღარას" მცხოვრებლებს საშობაო ნობათი გადასცა.

საშობაო ალილოს ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-11 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს საშობაო ნობათს ურიგებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 731
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები