ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ადგილობრივი ხელისუფლება 188 ოჯახს საშეშე მერქნით დაეხმარება
09 იან 2018
 

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, დღის წესრიგში ბენეფიციარების შეშით უზრუნველყოფის საკითხი დადგა. წელს საშეშე მერქნით სხვადასხვა კატეგორიის 188 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. საშეშე მერქანი დღეს, სულხან საბა-ორბელიანის 188-ში მცხოვრებ ირმა მიქაცაძეს მიუტანეს. სოციალურად დაუცველთა დახმარება მათი განცხადების საფუძველზე მოხდა, აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისთვის შეშის მიტანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში მესამე წელია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში, საშეშე მერქნით, 533 ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 215
 
 
 
სიახლეები
 
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები