ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო
14 იან 2018
 

მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე მუშაობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო და დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან. ირაკლი კობახიძემ ამ საქმეში შეტანილი საკვანძო წვლილისთვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მადლობა გადაუხადა. 
ღონისძიებაზე გამოფენილი იქნა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი 67 მუნიციპალიტეტის გერბებისა და დროშების ნიმუშები, აგრეთვე შუა საუკუნეების (XIV–XVI სს) პორტოლანები – საზღვაო რუკები, რომლებზედაც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 414
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები