ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადეს
15 იან 2018
 

„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“-ს ფონდის წარმომადგენლებმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, პროექტის „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტის „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ფარგლებში სოფელ დისველში მიმდინარეობს ბიბლიოთეკის, წარმომადგენლის ოთახისა და სამედიცინო პუნქტის მოწყობა, ხოლო სოფელ ქვეშში გაკეთდება მინი პარკი. 
აღნიშნულ ფონდსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 7 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტის ,, „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით. 
მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს. 
პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით. 
პროექტი, გერმანული ფონდის „Brot für die Welt “ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 415
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები