ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში კიდევ ერთხელ ჩაერთო
18 იან 2018
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით დღეს ბოლნისში ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის'' ექიმები ჩამოვიდნენ. უანგარო დონორთა აქციაში ,, გაიღე სისხლი- აჩუქე სიცოცხლე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის,საკრებულოს, მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები და სკოლების პედაგოგები ჩაერთნენ. 

სისხლის დონაციის აქციაში 50-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეთა მიერ ჩაბარებული სისხლის გამოკვლევა ,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოოგის ინსტიტუტში'' არსებული ლაბორატორიაში მოხდება, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ამერიკული კომპანიის, Johnson & Johnson -ის აპარატურით, სადაც კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ამ ანალიზატორების მეშვეობით ჩაუტარდებათ კვლევები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად. კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები(კონფიდენციალურად,დალუქულ მგომარეობაში) გემოგლობინის და საერთო სისხლის ანალიზის გარდა კვლევები ტარდება ვირუსებზე, (შიდსი, სიფილისი, Aჰეპატიტი, B, ჰეპატიტი, C ჰეპატიტი), ასევე ხდება რეზუს და ჯგუფის დადგენა.
ინსტიტუტში მკურნალობას გადიან ლეიკემიით დაავადებული პაციენტები. ასევე, სისხლის ბანკიდან სისხლითა და მისი კომპონენტებით მარაგდება საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი კლინიკა და თავად ინსტიტუტის პაციენტები. 
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს გულისხმიერებისთვის ინსტიტუტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 545
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები