ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
25 იან 2018
 

იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს დღეს ხელი ასოციაციის პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ’’ღირსეული სიბერე" , საქმიანობის გაგრძელების მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.
,,როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლიდან, დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი, რომელიც ყოვედღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს. პროექტს რამდენიმე დღეში ეწურება ვადა, ამიტომ, მუნიციპალიტეტი მზად არის, მის გაგრძელებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი მზაობა, მხარში ამოვუდგეთ ხანდაზმულებს, მემორანდუმით დავადასტურეთ დღეს",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 369
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები