ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისური ქვევრის ღვინო ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა დააგემოვნა
31 იან 2018
 

ბოლნისში წარმოებულ ქვევრის ღვინოებს ღვინის პროფესიონალები ეცნობიან. ბოლნისს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ეწვია და რამდენიმე საოჯახო მარანი მოინახულა, სადაც ქვევრის ღვინოს დაყენება ხდება.

,,თქვენი ღვინოების წარმატების ფესვები ამ ჭიქაშია“, -ასე შეაფასა ლიზა გრანიკმა ბოლნისში დაყენებული ღვინო.
ცნობილი მაგისტრი, რომელსაც საქართველოსთან რამდენიმე წლიანი შეხება აქვს, ამბობს, რომ ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება. ბოლნისზე ინფორმაცია მხოლოდ გადმოცემით ჰქონდა და აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 
,,მე მინდა დავწერო წიგნი ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას, სადაც ღვინის კულტურა არის, აქვს წიგნი, სადაც მოთხრობილია ღვინის წარმოებისა და ტრადიციების შესახებ. საქართველოს კი მსგავსი წიგნი არ აქვს, არც ბოლნისური ღვინოების შესახებ არის ცნობილი, თუნდაც საქართველოში. მე ვიმედოვნებ, რომ დავწერ პირველ წიგნს საქართველოს ღვინოების შესახებ და მასში აუცილებლად იქნება შესული ინფორმაცია ბოლნისის ქვევრის ღვინოებზე. თქვენ გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ წარმატებით გაიტანოთ ბოლნისური ღვინოები საერთაშორისო გამოფენებზე“,- აღნიშნა ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა.
სტუმარმა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერი მოინახულა და მონასტრის ქვევრებში დაყენებული ღვინოც შეაფასა.
,,ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლნისური ღვინოები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლნისში წარმოებული ღვინოებით ინტერესდება ისეთი პროფესიონალი, როგორიც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკია. მინდა მადლობა გადავუხადო მას დღევანდელი ვიზიტისთვის, მისი შეფასება არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის რომ ჩვენმა ღვინოებმა საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვოს. ზოგადად ბოლნისი ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის და მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუკი რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს კი ნელ-ნელა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 366
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები