ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის საპილოტე პროექტი განხორციელდება
08 თებ 2018
 

 

დღეს, სასტუმრო ,,ბეტსი"-ში პროექტის "ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის "მერები ეკონიმიკური ზრდისთვის" საპილოტე პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერი დავით შერაზადიშვილი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა, მერი ამბრამიშვილმა კი საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა.

პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი არის 380 000 ევრო, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში (2018-2021 წწ).
პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრის მოწყობა, ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის, ყველისა და ბოლსტნეულის შესაფუთი დანადგარების შეძენა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად, ევროკავშირის საპილოტე პროექტი თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.
დღევანდელ ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" საპილოტე პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ წარმდგენილმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირებას შეეხება მუნიციპალიტეტისთვის არის უმნიშვნელოვანესი. გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მაქსიმალურად ჩავერთვებით და ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 362
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები