ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
  • ქ. ბოლნისი
    ქ. ბოლნისი
სიახლეები

 

ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს
10 თებ 2018
 
დღეს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა !
ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველინმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, სტუმრებმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს. 
საზეიმო წირვის შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი-დავით შერაზადიშვილი:
,,მინდა მთელი გულით მივულოცო მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე. დიდია მეუფის ღვაწლი ბოლნისის ეპარქიის წინაშე. 11 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბოლნისში განსაკუთრებით გაძლიერდა სასულიერო ცხოვრება, აღდგა ეკლესია -მონასტრები და აშენდა ახალი ტაძრები. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ"!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 321
 
 
 
სიახლეები
 
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები